პნევმატური პისტოლეტით სროლაში ცოტნე მაჭავარიანი ფინალს მიღმა აღმოჩნდა | მინსკი 2019 [ვიდეო]
დღეს 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში მედლის მფლობელები კაცებსა და ქალებში გამოვლინდებიან. დასრულდა საკვალიფიკაციო ეტაპი კაცთა შორის. ცოტნე მაჭავარიანმა, აღნიშნულ ეტაპზე 571 ქულა (96, 94, 94, 97, 95, 95) დააგროვა და 36 მონაწილეს შორის 21-ე ადგილი დაიკავა.
ფინალში კი 8 საუკეთესო სპორტსმენი გავიდა: არტიომ ჩერნოუსოვი (რუსეთი) – 585 ქულა, იურაი ტუზინსკი (სლოვაკეთი) – 583 ქულა, დამირ მიკეჩი (სერბეთი) – 583 ქულა, პაოლო მონნა (იტალია) – 582 ქულა, ოლეგ ომელჩუკი (უკრაინა) – 580 ქულა, პაბლო კარერა (ესპანეთი) – 579 ქულა, ანტონ არისტარხოვი (რუსეთი) – 579 ქულა, ლაურის სტრაუტმანისი (ლატვია) – 579 ქულა.