პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს ირაკლი ქადაგიშვილი და პაატა მანჯგალაძე დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის გამოსვლა გახდა.
პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, რომ ადამიანი, რომელიც ზვიად გამსახურდიას ჩაუშესკუს ეძახდა, ახლა მას პროვოკატორს უწოდებს.
„9 აპრილის ჯალათის, ლებედის სპონსორები ხართ“, – მიმართა მანჯგალაძემ უმრავლესობის წევრებს.
მანჯგალაძის გამოსვლა ირაკლი ქადაგიშვილმა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ სამარცხვინო ოპოზიციონერებისგან 9 აპრილზე ვერანაირ რეპლიკას ვერ მიიღებს.
ირაკლი ქადაგიშვილმა პაატა მანჯგალაძეს – „ქინძი“, „ქათამი“, „მამაძაღლი“, „არაკაცი“ უწოდა.
„თქვენ ხართ ქვეყნის მოღალატეები. თქვენგან 9 აპრილზე რა უნდა მოვისმონო? საქართველოს ლოზუნგი იყო – საქართველო იბადება საქართველოში და ისევ ასეა, – საქართველო იბადება საქართველოში!“ – მიმართა ოპოზიციას ქადაგიშვილმა.