უნგრეთმა დაადასტურა, რომ შვეიცარიაში 15 ივნისს დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დაესწრება.
„კონფერენციაზე უნგრეთი წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.
ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15 და 16 ივნისს გაიმართება.