პიტერ სიიარტომ დაადასტურა, რომ უნგრეთი სამშვიდობო სამიტს დაესწრება

10:08, 07.06.2024

უნგრეთმა დაადასტურა, რომ შვეიცარიაში 15 ივნისს დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დაესწრება.

„კონფერენციაზე უნგრეთი წარმოდგენილი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე.

ორდღიანი გლობალური სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში 15 და 16 ივნისს გაიმართება.

მსგავსი