პიტერ სიიარტო უნგრეთში აშშ-ის საელჩოს ომის პროპაგანდაში ადანაშაულებს
პიტერ სიიარტო უნგრეთში აშშ-ის საელჩოს ომის პროპაგანდაში ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო უნგრეთში აშშ-ის საელჩოს ომის პროპაგანდაში ადანაშაულებს.

უნგრეთს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, უნგრეთში აშშ-ის ელჩი დევიდ პრესმანი ომის პროპაგანდით არის დაკავებული მაშინ, როდესაც უნგრეთს მშვიდობა სურს.

„ჩვენ გვესმის, რომ ამერიკელები ომის პროპაგანდისკენ, ომის ბანაკისკენ გვიბიძგებენ, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო ბანაკს ვეკუთვნით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მანამდე უნგრეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პრესმანმა „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში გააკრიტიკა ბუდაპეშტის დუმილი უკრაინის ომის გამომწვევ მიზეზებზე.

„უნგრეთში, სამწუხაროდ, ურჩევნიათ საუბარი ყალბ კულტურულ ომზე მაშინ, როდესაც სამეზობლოში არის ნამდვილი ომი, სადაც ათასობით ადამიანი იღუპება ვლადიმერ პუტინის აგრესიულ ომში. საქმე არ არის მემარცხენეობაში, საქმე რუსეთშია“, – განაცხადა დევიდ პრესმანმა.