ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან მეორე დღეს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთში გაემგზავრა

15:36, 30.08.2024

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრიდან მეორე დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო რუსეთში გაემგზავრა.

ვიზიტის ამსახველი ფოტოები მან თავად გამოაქვეყნა წარწერით: „სანკტ-პეტერბურგი“.

სიიარტოს ვიზიტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ბრიუსელში განხილვის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა  უკრაინასა და ისრაელთან მიმართებით  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებები გააკრიტიკა.

მსგავსი