პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ თურქეთის პოზიცია თუ შეიცვლება, უნგრეთი პროცესს არ დააყოვნებს
შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ თურქეთის პოზიცია თუ შეიცვლება, უნგრეთი არ დააყოვნებს პროცესს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
„თურქეთის პოზიცია თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ჩვენ შევინარჩუნებთ დაპირებას, რომ უნგრეთი არ დააკავებს არცერთ ქვეყანას ალიანსის წევრობის კუთხით“, – აღნიშნა სიიარტომ ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა შვედეთს მოუწოდა, შეასრულოს გასულ წელს მადრიდში დადებული შეთანხმების ვალდებულებები, რაც მიზნად ისახავს ანკარას უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას.
შეგახსენებთ, რატიფიკაციის პროცესი პარლამენტში 2022 წლის ივლისიდან შეჩერებულია.