პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით აიკრძალა
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბიში საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო, 06:00 საათიდან 22:00 საათამდე მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია.
ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.
„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.