პირველი რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება დროებით აიკრძალა

09:37, 10.11.2018

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება რაგბიში საქართველოსა და იტალიის ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია ფლორენციიდან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო, 06:00 საათიდან 22:00 საათამდე მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია.

ავტომანქანების მოძრაობა მატჩის დასრულებისთანავე აღდგება.

„საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აღნიშნულ მონაკვეთზე უზრუნველყოფენ საგზაო უსაფრთხოებას და დაარეგულირებენ ავტოტრანსპორტის მოძრაობას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი