პირველი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი
პირველი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ კოვიდსერტიფიკატის ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე იქნება შესაძლებელი.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, თუმცა მგზავრობას შეძლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატები ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი“, – აღნიშნა კლიჩკომ.
მისი განმარტებით, დოკუმენტების შემოწმება არა ტრანსპორტში ასვლისას, არამედ შერჩევითად სამართალდამცველების ჯგუფების მიერ მოხდება.
პირველი ნოემბრიდან უკრაინის დედაქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მკაცრი შეზღუდვები წესდება.