პირველი კადრები The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონიდან
პირველი კადრები The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონიდან

„ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ მფლობელი The Handmaid’s Tale-ის ოფიციალური ვებგვერდი სერიალის მეორე სეზონის პირველ პრომო ვიდეოს ავრცელებს.

„მხევლის წიგნი“ ახალი სეზონით ეკრანებზე 2018 წლის 25 აპრილს დაბრუნდება.

„ყველაზე დიდი ბარიერი მეორე სეზონის გადაღებებისას, შოუს პირველი სეზონია. არ გვაქვს უფლება ამხელა წარმატების შემდეგ შოუმ ტემპი დააგდოს. ჩვენ გვაქვს დიდებული ისტორია და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ყველაფერი დიდებულად გამოვიდეს”, – ამბობს სერიალის ერთ-ერთი შემქმნელი ბრიუს მილერი.