სერიალ The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა
სერიალ The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა

ემისა და ოქროს  გლობუსის მფლობელი სერიალის, The Handmaid’s Tale-ის მეორე სეზონის ახალი ტრეილერი გამოვიდა .

ტრეილერი The Handmaid’s Tale -ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

“ნუთუ ასეთია თავისუფლება” – ეს არის მეორე სეზონის ტრეილერის მთავარი თემა. ახალი სეზონის სიუჟეტის ცენტრში მთავარი პერსონაჟის ორსულობა, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და ელიზაბეტ მოსის გმირის დაკარგული ქალიშვილის ძიების პროცესი იქნება.

მხევლის წიგნი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც ქალებს ეკრძალებათ მუშაობა, საკუთრების ფლობა, სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა, ოჯახის შექმნა, ქუჩაში სიარული. ეკრძალებათ, გამოიყურებოდნენ ისე, როგორც თავად სურთ, ისაუბრონ და მოიქცნენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან… სამყარო, სადაც ქალები კასტებად იყოფიან და მხოლოდ მამაკაცების დადგენილ, მათთვის მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებენ, ეს ყველაფერი კი ღმერთისა და რელიგიის სახელით ხდება. სწორედ ასეთი შემზარავია სამყარო ქალებისთვის, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნში”.