პირველი არხის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს გაიმართება
პირველი არხის პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საზეიმოდ გაიხსნება აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი ონლაინ რადიო-ტელევიზიის პირველი ეთერი.
პრეზენტაციას დაესწრებიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას მათთვის გასაგებ ენაზე, ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას, მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლებასა და მრავალფეროვან კულტურათა დიალოგის ხელშეწყობას.
პროექტი ითვალისწინებს:
- საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებას.
- ინტერნეტ რადიო-ტელევიზიის 12-საათიან უწყვეტ ეთერს 1tv.ge-ზე.
- დოკუმენტური მასალების მომზადებას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების შესახებ, მათივე ენაზე.
- გასართობი და შემეცნებითი გადაცემების მომზადებას, რომლებიც პირველი არხის ეთერში ქართულ ენაზე გავა, ხოლო ვებგვერდზე განთავსდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
აღნიშნული მედიაპროდუქციის ნახვა შესაძლებელი იქნება ვებ-გვერდზე 1TV.GE, შესაბამის ენობრივ განყოფილებებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://1tv.ge/show/mravalferovani-saqartvelo/?tab=video&video_category=0