პირველი არხი | განათლების ეთერში „ტელესკოლა“ დაიწყო
პირველი არხი | განათლების ეთერში „ტელესკოლა“ დაიწყო

პირველი არხი | განათლების ეთერში დღეიდან საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ დაიწყო. ტელეგაკვეთილები საქართველოს ჰიმნით დაიწყო.

განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, „ტელესკოლის“ ფარგლებში, დღეიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ. განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს.

პირველი არხი | განათლება

ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“ (16 სერია); „არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები.

იხილეთ „ტელესკოლის“ გაკვეთილების ცხრილი


პროექტი „ტელესკოლა“ ახალი საგანმანათლებლო ტელეარხის, პირველი არხი | განათლების ეთერში გადის. ახალი საგანმანათლებლო არხისთვის სპეციალურად შეიქმნა ახალი ლოგო, შეფუთვა და სამაუწყებლო ბადე.

„პირველი არხი – განათლება“ სატელიტიდან ხელმისაწვდომია შემდეგი პარამეტრებით

პირველი არხი | განათლება