პირველი აპრილის 21:00 საათიდან, 2 აპრილის 09:00 საათამდე, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, პირველი აპრილის 21:00 საათიდან 2 აპრილის 09:00-საათამდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.