გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14:48, 12.02.2024

გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში სამუშაოები დასრულებულია და მოძრაობა აღდგენილია გვირაბის გავლით“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მსგავსი