პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე ვარჯიშს ბრიტანეთში დაიწყებს
პირველი 20 უკრაინელი მფრინავი F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებზე ვარჯიშს ბრიტანეთში დაიწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფორინ პოლისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ეს იქნება უკრაინელი მფრინავების ძირითადი სახმელეთო სწავლება, რის შემდეგაც ისინი მზად იქნებიან უფრო სპეციალიზებული წვრთნებისთვის.
უკრაინა იმედოვნებს, რომ გაგზავნის ინგლისური ენის მცოდნე იუნკერებს შესწავლის პროცესის დასაჩქარებლად, რომელიც მოიცავს ნატო-ს „საბრძოლო თვითმფრინავების საფუძვლების შესავლის“ კურსიდან ადაპტირებულ სამუშაოს და ასევე მოიცავს სიმულატორებს და რეალურ წვრთნებს.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა ქვეყნის პარლამენტში გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ სამხედროები მზად არიან, უკრაინელი მფრინავების წვრთნა რაც შეიძლება მალე დაიწყონ. ნორვეგიამ ასევე გამოაცხადა, რომ მზად არის, შეუერთდეს კოალიციას. კოალიციაში ასევე არიან ბელგია, დანია და აშშ.