პირველადი ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა
პირველადი ინფორმაციით, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შსს-ს ცნობით, დეტალების დადგენის მიზნით, ჩაინიშნება ექსპერტიზა, მომხდარს მიეცემა კვალიფიკაცია და დაიწყება გამოძიება.
ავტოავარიის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.