ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან, თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი. შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ავარიის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

პირველი არხი ინფორმაციის დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.