პირველად ისტორიაში, გერმანიის მწვანეთა პარტიამ კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა
გერმანიის მწვანეთა პარტიამ პირველად ისტორიაში, კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
წარდგენილი კანდიდატურა ანალენა ბერბოკია.
შპიგელის ინფორმაციით, ბერბოკის კანდიდატურას მხარი პარტიის კონგრესზე უნდა დაუჭირონ. კენჭისყრა ივნისის შუა რიცხვებში გაიმართება.
ანალენა ბერბოკი 2013 წლიდან არის ბუნდესტაგის წევრი. განათლებით ის საერთაშორისო სამართლისს სპეციალისტია.