პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამხედრო მოსამსახურეებს მომატებული ტემპერატურა აქვთ.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ პირველადი შეფასებით, სამხედროები გაცივდნენ და ფაქტი ახალ კორონავირუსს არ უკავშირდება, თუმცა ზუსტი დიაზნოზი ხვალ გახდება ცნობილი.