პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული მკურნალობს, გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
„პირველი ივნისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია ცხრა პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია სამი პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია რვა პაციენტი. გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.