პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის ექვსი პაციენტი იმყოფება, საიდანაც სამი კოვიდინფიცირებულია.
12 ივნისის მონაცემები კლინიკამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე მონაცემებით, დღეისთვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი მკურნალობს, თერაპიულ მიმართულებაში კი, მოთავსებულია ხუთი პირი.