პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ოთხი პაციენტი რჩება, მათი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 61 პაციენტი იმყოფება.
კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ოთხი პაციენტი.
„ორი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, ორი არის სპონტანურ სუნთქვაზე. ორივე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც იმყოფება მართვით სპონტანურ სუნთქვაზე, არის დადებითი დინამიკით, როგორც კლინიკურ-ლაბორატორიული, ასევე ობიექტური მონაცემებით.
ერთი მათგანი არის ბატონი 47 წლის. ეს პაციენტი კლინიკაში 14 დღის წინ მოთავსდა, მისი მდგომარეობის დამძიმება განპირობებული იყო კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონიით, ანამნეზში არის თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
ამ ეტაპზე, ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტთან მიღწეულია დადებითი შედეგი, სუნთქვის უკმარისობის ხარისხი შემცირებულია.
რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც არის 80 წლის, ის კლინიკაში იმყოფება დაახლოებით სამი კვირაა. შემოსვლისას მისი მდგომარეობა იყო მძიმე. შემოყვანისთანავე, ის გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, სუნთქვის მწვავე უკმარისობის და მწვავე რესპირატორული დისტრესის გამო. ქალბატონი აპარატიდან გუშინ წინ მოიხსნა, ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა სტაბილურია, გემოდინამიკა შენარჩუნებულია, ჟანგბადის ინჰალაციურ თერაპიაზე იმყოფება.
დამატებით გეტყვით, ორი პაციენტის მდგომარეობაზე. ერთი მათგანი შემოსულია დაახლოებით ერთი თვეა, რომელიც არის მამრობთი სქესის და მისი ასაკია 70 წელი. მისი მდგომარეობა გამოიხატება დადებითი კლინიკური მაჩვენებლით, რადგან არის გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე. სპონტანური სუნთქვის ელემენტებით. მეორე ქალბატონი არის 80 წლის, მისი მდგომარეობა არის სტაბილური, დადებითი, კლინიკური და ობიექტური მაჩვენებლებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ისინი თერაპიულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
„არც მათგანთან ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ არის გამოვლენილი.
„თქვენ იცით, რომ ორი ორსული გვყავს, მათთან არანაირი კლინიკური პათოლოგია არ ვლინდება, როგორც ნაყოფის, ასევე დედის შემთხვევაში“, – განაცხადა ლევან რატიანმა.