პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 42 წლის მამაკაცის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ის არ იმყოფება სუნთქვის აპარატზე, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკუმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის განსაკუთრებულად საინტერესო შემთხვევა, რადგან მას თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, იყო სრულიად ჯანმრთელი და მოხდა უეცარი დამძიმება.

„დავარდა წნევა, მოხდა უეცარი დამძიმება და მოხვდა რეანიმაციულ განყოფილებაში გუშინწინ ღამით. როგორც ვიცი, ეროვნული ბანკის კლასტერია. მისი მეუღლეც ჩვენთან მკურნალობს“, – აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.