პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხვალ ხუთი კოვიდინფიცირებული პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან
თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ხვალ ხუთი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ხუთი ჩვილი. ამასთან, კლინიკის ინფორმაციით, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ერთი პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია.