პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი კოვიდინფიცირებული მკურნალობს, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი კოვიდინფიცირებული მკურნალობს, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეის მდგომარეობით 13 პაციენტია მოთავსებულია, დაიდანაც კოვიდინფიცირებულია ხუთი პირი.

მონაცემები სოციალურ ქსელში საუნივერსიტეტო კლინიკის გვერდზე გამოქვეყნდა.

კლინიკაში რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობს ერთი, ხოლო თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 12 პაციენტი.

ამასთან, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.