პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოჯანმრთელებაზე შვიდი პაციენტის პასუხს ელოდებიან
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხვალ გამოჯანმრთელებაზე განმეორებით ჩატარებული შვიდი ტესტის პასუხს ელოდებიან.
კლინიკაში ამჟამად „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 23 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის სამი ორსულია. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, როგორც კლინიკაში აცხადებენ, კვლავ კრიტიკული რჩება კლინიკაში მოთავსებული 82 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც „კოვიდ-19“-ისგან უკვე განიკურნა, თუმცა ვირუსმა სხვა თანდართული დაავადებების გართულება გამოიწვია.