პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოჯანმრთელებაზე შვიდი პაციენტის პასუხს ელოდებიან
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 63 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან კორონავირუსის დიაგნოზი 50-ს აქვს დადგენილი.
მისივე ინფორმაციით, კლინიკაში გამოჯანმრთელებაზე შვიდი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.
„ჩვენს კლინიკაში არის 63 პაციენტი და აქედან 50 კოვიდინფიცირებულია. ამ 50-დან სამ მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, მათგან ერთი არის ხელოვნურ სუნთქვაზე. ერთი არის აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. რაც შეეხება პაციენტების გაწერას, დღეს გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი, აღებული გვაქვს შვიდი განმეორებითი ტესტი და ნეგატივის შემთხვევაში ხვალაც რამდენიმე დატოვებს კლინიკას. გვყავს კლინიკაში ორი ინფიცირებული ორსული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. სხვა პაციენტების მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, რომლებიც მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის ბლოკებში. ინფიცირებულებულთა შორის ამჟამად ორი არასრულწლოვანი გვყავს. რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია, რაიმე განსაკუთრებული ჩივილები არ აღენიშნებათ.
დღეს ახალი ინფიცირებულებული არ გვყოლია. ბოლო სამი დღეა, კლინიკაში ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ შემოსულა“, – აცხადებს ლალი ტურძელაძე.