პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გამოჯანმრთელებაზე 11 პაციენტის, მათ შორის ორი არასრულწლოვანის, ტესტის პასუხს ელოდებიან
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურის დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიდან დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.
მისივე ინფორმაციით, განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდა 11 კოვიდინფიცირებულს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინიც დატოვებენ კლინიკას. აღნიშნულ პაციენტს შორის არის ორი არასრულწოვანიც.
„კლინიკაში არის 61 პაციენტი მოთავსებული, მათ შორის 46 კოვიდინფიცირებულია. ამ 46-დან სამია მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში.
დღეს გავწერეთ ოთხი პაციენტი და აღებული გვაქვს 11 მეორადი ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კიდევ რამდენიმე პაციენტს გავწერთ გამოჯანმრთელებულს.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ორი ორსული გვყავს კოვიდინფიცირებულებული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, სხვა პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია და მკურნალობენ ინტენსიური თერაპიის ბლოკებში.
ორი არასრულწლოვანი ამ 11 განმეორებით ტესტს შორის არ არის. გავაკეთეთ ორი დღის წინ მათი ტესტები და დადებითი პასუხი მივიღეთ და ამიტომ მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გვაქვს საშუალება, რომ გავიმეოროთ. დაველოდებით ორ დღეს და კიდევ ავიღებთ მათ ტესტებს. ორივე თავს კარგად გრძნობს, მაგრამ კორონავირუსზე დადებითი პასუხი უფიქსირდებათ. ახალი პაციენტი ჩვენთან ბოლო ოთხი დღეა, არ შემოსულა“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.