პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი შეიყვანეს
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს. ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი, 27-ზე. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.
ტურძელაძის განცხადებით, ჩვილებს კორონავირუსზე ტესტს აუღებენ.