პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი შეიყვანეს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი შეიყვანეს

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი, ერთი დღის ჩვილები შეიყვანეს. ერთი მათგანი ორსულობის 33-ე კვირაზე დაიბადა, მეორე კი,  27-ზე. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ბავშვების მდგომარეობა მძიმეა, მათ სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

კლინიკაში იმყოფება ერთ-ერთი ჩვილის დედაც, რომელსაც ასევე აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემა.

ტურძელაძის განცხადებით, ჩვილებს კორონავირუსზე ტესტს აუღებენ.

დატოვე კომენტარი