პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაციენტი იმყოფება, კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 58 პაცინეტი იმყოფება.
კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული დატოვებს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 72 პაციენტი. გვყავს 58 დადასტურებული შემთხვევა. დღეს გაეწერება კლინიკიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი პაციენტი, რადგან გეგმურად, პროტოკოლის მიხედვით, ტესტირების შედეგად მხოლოდ მას ეკუთვნის გაწერა“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 275-ს შეადგენს.