პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის რვა პაციენტი იმყოფება, საიდანაც სამი კოვიდინფიცირებულია.
4 ივნისის მონაცემები კლინიკამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
ამავე მონაცემებით, დღეისთვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი მკურნალობს, თერაპიულ მიმართულებაში კი, მოთავსებულია შვიდი პირი.