პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ექვსი პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეანიმაციაში მათ კლინიკაში შვიდი პაციენტი იმყოფება.

„რაც შეეხება რეანიმაციას, იქ შვიდი პაციენტია. მათგან ორის მდგომარეობა რჩება კრიტიკული. ჰემოდინამიკის რღვევით, ტარდება რეანიმაციული ღონისძიებები. დანარჩენი პაციენტები, რომელბიც სხვადასხვა განყოფილებებში იმყოფებიან, ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილური რჩება, გართულებების გარეშე. დღეს კლინიკას ექვსი პაციენტი ტოვებს კორონავირუსის გარეშე“, – განაცხადა ლევან რატიანმა.