პირველ არხზე დებატები დღეს პრეზიდენტობის ოთხ კანდიდატს შორის გაიმართება
პირველ არხზე დებატები დღეს პრეზიდენტობის ოთხ კანდიდატს შორის გაიმართება

დღეს, 15 ოქტომბერს პირველ არხზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის კიდევ ერთი დებატი გაიმართება, რომელშიც ოთხი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

დებატი კახა კუკავას („თავისუფალი საქართველო“), აკაკი ასათიანს („ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“), ლევან ჩხეიძესა („ახალი ქრისტიან-დემოკრატები“) და ვახტანგ გაბუნიას („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“) შორის გაიმართება.

დებატებში კახა კუკავა აკაკი ასათიანმა, ლევან ჩხეიძემ და ვახტანგ გაბუნიამ გამოიწვიეს.

შეგახსენებთ, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს. პირველი არხის ეთერში მსგავსი ფორმატით რამდენიმე დებატი უკვე გაიმართა.