საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ არხზე - ხედვა და დებატები
საპრეზიდენტო კანდიდატები პირველ არხზე - ხედვა და დებატები

პირველი არხი საეთერო დროს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს. დებატების განრიგი და რიგითობა შეთანხმდა საარჩევნო სუბიექტებთან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრაზე.

პირველი ფორმატი

26 სექტემბრიდან  25 ოქტომბრამდე ყოველდღე კვირის გარდა „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში თითოეულ კანდიდატს საშუალება მიეცემა, ამომრჩევლებს 10 წუთის განმავლობაში, 21:30 საათზე საკუთარი ხედვა გააცნოს.  13 ოქტომბერს, შაბათს ერთა ლიგის მატჩის – საქართველო-ანდორას გამო, „მოამბის“ მთავარი გამოშვება ეთერში არ გადის, შესაბამისად, კანდიდატის წარდგენა ვერ მოხდება.

„მოამბეში“ საპრეზიდენტო კანდიდატების რიგითობა:

26 სექტემბერი – ბესარიონ თედიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

27 სექტემბერი – ირაკლი გორგაძე – პ/გ „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“;

28 სექტემბერი – ზვიად მეხატიშვილი – მპგ „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“;

29 სექტემბერი – ლევან ჩხეიძე – პ/გ „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“;

1 ოქტომბერი –  გელა ხუციშვილი – მპგ „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“;

2 ოქტომბერი – კახაბერ ჭიჭინაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

3 ოქტომბერი – შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;

4 ოქტომბერი – ვლადიმერ ნონიკაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

5 ოქტომბერი – სალომე ზურაბიშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

6 ოქტომბერი – გრიგოლ ვაშაძე – პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

8 ოქტომბერი – მიხეილ ანთაძე – „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“;

9 ოქტომბერი – აკაკი ასათიანი – „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“;

10 ოქტომბერი – თამარ ცხორაგაული – პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“;

11 ოქტომბერი – ზვიად იაშვილი – პ/გ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ედპ);

12 ოქტომბერი -ზვიად ბაღდავაძე – პ/გ „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“;

15 ოქტომბერი –  გიორგი ლილუაშვილი – პ/გ პარტია „საქართველო“;

16 ოქტომბერი – მიხეილ სალუაშვილი – პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;

17 ოქტომბერი -კახა კუკავა – პ/გ „თავისუფალი საქართველო“;

18 ოქტომბერი – თეიმურაზ შაშიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

19 ოქტომბერი –  გიორგი ანდრიაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

20 ოქტომბერი – ოთარ მეუნარგია – „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“;

22 ოქტომბერი – დავით უსუფაშვილი პ/გ „თავისუფალი დემოკრატები“;

23 ოქტომბერი – დავით ბაქრაძე – პ/გ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;

24 ოქტომბერი – ვახტანგ გაბუნია – პ/გ „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“;

25 ოქტომბერი – ზურაბ ჯაფარიძე – პ/გ „გირჩი“.

არაკვალიფიციურ კანდიდატებს შორის დებატები 12 ოქტომბერს, პარასკევს 22:00 საათზე გაიმართება, რომელშიც ცხრა არაკვალიფიციურ სუბიექტს შეუძლია მონაწილეობის მიღება:

  1. გიორგი ლილუაშვილი – პ/გ პარტია „საქართველო“
  2. მიხეილ სალუაშვილი – პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“;
  3. ზურაბ ჯაფარიძე – პ/გ „გირჩი“.
  4. სალომე ზურაბიშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
  5. ბესარიონ თედიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
  6. გიორგი ანდრიაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
  7. კახაბერ ჭიჭინაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
  8. ვლადიმერ ნონიკაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
  9. თეიმურაზ შაშიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;

კვალიფიციური სუბიექტები ორ ჯგუფად, 8-8 კანდიდატად დაიყო.

19 ოქტომბრის დებატები გაიმართება შემდეგი შემადგენლობით:

1. მიხეილ ანთაძე

2. ვახტანგ გაბუნია

3. გრიგოლ ვაშაძე

4. ზვიად მეხატიშვილი

5. აკაკი ასათიანი

6. ოთარ მეუნარგია

7. ზვიად იაშვილი

8. გელა ხუციშვილი

26 ოქტომბრის დებატები გაიმართება შემდეგი შემადგენლობით:

1. დავით ბაქრაძე

2. შალვა ნათელაშვილი

3. ირაკლი გორგაძე

4. დავით უსუფაშვილი

5. ზვიად ბაღდავაძე

6. თამარ ცხორაგაული

7. ლევან ჩხეიძე

8. კახა კუკავა

ასევე, პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს:

ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ოთხშაბათს, 10 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე, ოთხშაბათს, 24 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატები და მათი ხედვების წარდგენა ასევე გადაიცემა საქართველოს რადიოს FM102.4-ის ეთერში.

დატოვე კომენტარი