პირველ არხს კიდევ 15 ახალი ავტომობილი ეყოლება
პირველ არხს კიდევ 15 ახალი ავტომობილი ეყოლება

პირველ არხს კიდევ 15 ახალი ავტომობილი – გერმანიაში წარმოებული, 2017 წლის „ფორდ ფიესტა“ ეყოლება.

ელექტრონული ტენდერის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

მესამე კლასის 15 მსუბუქი ავტომობილის შესაძენად პირველმა არხმა ტენდერი 2017 წლის 11 დეკემბერს გამოაცხადა.

ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა. ავტომობილებზე ყველაზე დაბალი ფასი კი პირველ არხს შპს „ჯი-თი მოტორსმა“ შესთავაზა.

 

15 ავტომობილის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 597 990 ლარი იყო, შპს „ჯი-თი მოტორსმა“ საბოლოო ფასი 513 999 ლარი დააფიქსირა (რომელშიც შედის ავტომობილის ღირებულება, 100 000 კმ გარბენზე სერვისული მომსახურება და საწვავის ხარჯი). ვაჭრობის შედეგად, ეკონომიამ 83 991 ლარი შეადგინა.

რამდენიმე დღის წინ, პირველმა არხმა მაღალი გამავლობის, „სუზუკი ვიტარას“ მარკის 20 ახალი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა.