პირველი არხის განახლებული ავტოპარკი

18:33, 26.12.2017

პირველ არხს კიდევ 15 ახალი ავტომობილი ეყოლება. საუბარია გერმანიაში წარმოებული 2017 წლის „ფორდ ფიესტაზე“. ელექტრონული ტენდერის შედეგები დღეს გახდა ცნობილი. მესამე კლასის 15 მსუბუქი ავტომობილის შესაძენად პირველმა არხმა ტენდერი 2017 წლის 11 დეკემბერს გამოაცხადა. ტენდერში ხუთი კომპანია მონაწილეობდა. ავტომობილებზე ყველაზე დაბალი ფასი კი პირველ არხს შპს „ჯი-თი მოტორსმა“ შესთავაზა.

მსგავსი