პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების სამსახურის 1200-ზე მეტი თანამშრომელი ნაწლავური ინფექციით დაავადდა, – წერს სააგენტო AFP. აქედან 41 ადამიანი საავადმყოფოში გულის რევის სიმპტომებით მოათავსეს. ექიმებმა ნოროვირუსის (კუჭ-ნაწლავის ინფექცია) დიაგნოზი დასვეს. ეს ვირუსი წყლით ან საკვებით გადადის.
მედიის ცნობით, 1200 თანამშრომელს დროებით ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არ შეუძლია. მათი ადგილი 900-მა ჯარისკაცმა დაიკავა.
ყველა დაზარალებული არა ოლიმპიურ სოფელში, არამედ, პიონჩანგის ახალგაზრდულ ცენტრში ცხოვრობდა.