პიონჩანგში ნაწლავურმა ინფექციამ იფეთქა

10:09, 07.02.2018

პიონჩანგის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების სამსახურის 1200-ზე მეტი თანამშრომელი ნაწლავური ინფექციით დაავადდა, – წერს სააგენტო AFP. აქედან 41 ადამიანი საავადმყოფოში გულის რევის სიმპტომებით მოათავსეს. ექიმებმა ნოროვირუსის (კუჭ-ნაწლავის ინფექცია) დიაგნოზი დასვეს. ეს ვირუსი წყლით ან საკვებით გადადის.

მედიის ცნობით, 1200 თანამშრომელს დროებით ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე ზრუნვა არ შეუძლია. მათი ადგილი 900-მა ჯარისკაცმა დაიკავა.

ყველა დაზარალებული არა ოლიმპიურ სოფელში, არამედ, პიონჩანგის ახალგაზრდულ ცენტრში ცხოვრობდა.

მსგავსი