პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება სასამართლომ პირველ ივლისამდე გადადო
უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება სასამართლომ პირველ ივლისამდე გადადო.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი კიევის პეჩერის რაიონულ სასამართლოში მივიდა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელათ.
პარალელურად, სასამართლოსთან პოროშენკოს მხარდამჭერების მიტინგი გაიმართა.
პოროშენკოს ბრალად უკრაინის საგარეო დაზვერვის უფროსის მოადგილის უკანონოდ დანიშვნას ედავებიან.