პეტრო პოროშენკო ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტს მარტო არ შეხვდეს
უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, პირისპირ არ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს.
პოროშენკომ წერილი „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოაქვეყნა. ყოფილი პრეზიდენტი ზელესნკის ასევე ურჩევს არ ენდოს პუტინს.
პოროშენკოს თქმით, 9 დეკემბერს პარიზში დაგეგმილ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოითხოვოს, რომ დონბასის ტერიტორიაზე გაეროს მშვიდობისმყოფელები განათავსონ.