პეტრო პოროშენკო ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, რუსეთის პრეზიდენტს მარტო არ შეხვდეს

13:17, 06.12.2019

უკრაინის ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მოქმედ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის ურჩევს, პირისპირ არ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს.

პოროშენკომ წერილი „უკრაინსკაია პრავდაში“ გამოაქვეყნა. ყოფილი პრეზიდენტი ზელესნკის ასევე ურჩევს არ ენდოს პუტინს.

პოროშენკოს თქმით, 9 დეკემბერს პარიზში დაგეგმილ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მოითხოვოს, რომ დონბასის ტერიტორიაზე გაეროს მშვიდობისმყოფელები განათავსონ.

მსგავსი