პეტრო პოროშენკო მსოფლიო პატრიარქს ავტოკეფალიის საკითხში უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
ავტოკეფალიის საკითხში უკრაინის მხარდაჭერისთვის, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კონსტანტინოპოლის პატრიარქს მადლობას უხდის.
„მადლობა მის უწმინდესობა მსოფლიოს პატრიარქ ბართლომეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭების მიმართულებით მტკიცე და უცვლელი პოზიციისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესიის მხარდაჭერა. ათეულობით მილიონ მართლმადიდებელ უკრაინელთან ერთად ავტოკეფალიისთვის ვლოცულობ. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რაც ჩემზეა დამოკიდებული” – დაწერა პეტრო პოროშენკომ სოციალურ ქსელ Twitter-ში.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა საკვირაო წირვის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალიას უახლეს მომავალში მიიღებს. ავტოკეფალიისკენ უკრაინის ეკლესიის მისწრაფებებს, რუსეთის ეკლესია ეწინააღმდეგება.