მსოფლიო პატრიარქის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს
მსოფლიო პატრიარქის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს

კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს. ეს განცხადება ბართლომემ საკვირაო წირვის შემდეგ გააკეთა. ვიდეომიმართვა პატრიარქის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„ახლა დადგა უკრაინის ჯერი, რომელიც ავტოკეფალიას უახლოეს ხანში მიიღებს, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, რადგან ეს მისი უფლებაა”, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მისივე თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „მუქარის არ ეშინია“.

„ცოტა ხნის წინ, ქადაგებაში ვთქვი, რომ მსოფლიო საპატრიარქო არავის ემუქრება და მუქარის არ ეშინია. ის გარდაუვლად მიჰყვება და ასრულებს წმინდა მისიას”, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

დატოვე კომენტარი