პეტრო პოროშენკო 2030 წლამდე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაზე ოცნებობს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოცნებობს, რომ უკრაინა 2030 წლამდე ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„მთავარი, რაზეც ვოცნებობ, ორი რამეა. მინდა, რომ 2030 წლამდე უკრაინა ევროკავშირის წევრი იყოს. ასევე, მინდა, რომ უკრაინა 2030 წლამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი იყოს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტი ნატო-ს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ ეფექტიან მექანიზმად მიიჩნევს.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ყირიმის უკანონო ანექსია, მიაფურთხა ბუდაპეშტის მემორანდუმს, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ დიდ შეთანხმებას, საერთაშორისო სამართალს, დაანგრია უსაფრთხოების გლობალური სისტემა… დარჩა ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი – ნატო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.