პეტრე ცაავა - მათი არჩევანია, თუ ჩათვალეს, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი, ეს თვითლუსტრაციაა, მხილება და სიმართლის თქმა არ არის უხამსობა
ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე რუის-ურბნისის კრების განწესების წაკითხვის საშუალება არ მისცეს.
როგორც პეტრე ცაავამ აღნიშნა, მხილება და სიმართლის თქმა არ არის უხამსობა.
პეტრე ცაავამ ის ნაწყვეტი წაიკითხა, სადაც, მისივე თქმით, სინოდის წევრებმა გამოსვლა არ დააცადეს.
პეტრე ცაავას განცხადებით, ეს ნაწილი გამოკრული იყო ყველა ეკლესიაში, როგორც შესასრულებელი კანონი.
„ღვთის გამამწარებელი უბილწესი საძაგლობაა სოდომური ცოდვა. არ ვიცით, როგორ შეეთვისა ამ მოდგმას, ანუ ქართველ ერს. მან სულ ჩამოაშორა იგი და გააუცხოვა ღვთისგან, ვისთანაც მან განსასვენებელი ჰპოვა. მათთვის ვადგენთ შემდეგს, მრავლგზის, მრავალი მოდმგის მიერ, მრავალი და ურიცხვი ცოდვა ყოფილა ჩადენილი, როგორიცაა მტრობა, შური, სიძულვილი, კაცის კვლა, მრუშობა, ცრუფიცობა, ბოლოს ყოველი ბოროტების საწყისი კერპთმსახურება და თაყვანისცემის გადატანა კერპებზე, დამბადებლიდან დაბადებულთა მიმართ, მაგრამ არც ერთი ამათგანის გამო არ აღელვებულა აუღელვებელი ღმერთი. . . ხორცის სიყვარული ღვთის მტრობაა და ვინც გახრწნის ღვთის ტაძარს, მას ღმერთი გახრწნის. ამასთან ერთად, ჩვენგან, საღმრთო მონობის ღირსქმნილი უღირსი მონებისაგან, ვაი ჩვენდა, ისინი დაიმკვიდრებენ არა კურთხევას, არამედ საუკუნო შერცხვენასა და მხილებას“ ეს მინდოდა წამეკითხა. მათი არჩევანია, თუ საკუთარ თავზე მიიღეს და ჩათვალეს, რომ შეურაცხყოფას ვაყენებდი, ეს თვითლუსტრაციაა, ხომ ასე გამოდის, ეს არის მარტივი ლოგიკა. ამას მიაქცეთ ყურადღება, რომ აუღელვებელი ღმერთი, – აქ შემაწყვეტინეს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვითხოვდი, მოეცათ ბოლომდე წაკითხვისა და შემდეგ კომენტარის უფლება“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა წმინდა სინოდმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა.
„პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.