პეტრას აუსტრევიჩუსი - ვიმეორებ საერთო მოწოდებას სააკაშვილის სასწრაფო და უპირობო გათავისუფლების შესახებ
არჩევნები არის შესაძლებლობა საქარველოსთვის, აღიდგინოს ევროპული ოცნება. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე, თქვენ ევროპას ეკუთვნით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.
აუსტრევიჩუსის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ აშშ-სთან და ევროკავშირთან მეტწილად შეწყდა პოლიტიკური დიალოგი.
პეტრას აუსტრევიჩუსის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებმა ქვეყანა არაევროპული მიმართულებით წაიყვანა.
„საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია“, – აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
ამასთან, პეტრას აუსტრევიჩუსმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს.
„ვიმეორებ საერთო მოწოდებას პრეზიდენტ სააკაშვილის სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებაზე“, – აღნიშნა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა.