პეტრას აუსტრევიჩუსი - მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ნიკა გვარამიას, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მადლობა ერთგულებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის
მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ნიკა გვარამიას, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მადლობა თქვენი ერთგულებისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის, – ასე დაიწყო ევროკომისარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში დებატებისას გამოსვლა, რომელსაც პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამიაც ესწრებოდა.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარეობს დებატები, რომელშიც რამდენიმე ევროპარლამენტარი მონაწილეობს.
„მინდა, ყველა ჩვენგანის სახელით მივესალმო ნიკა გვარამიას, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მადლობა თქვენი ერთგულებისთვის და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის. მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, რომლებიც ოპოზიციაში არიან და წინააღმდეგობას უწევენ ასეთ კანონს. განმეორებადი ძალისხმევა მმართველი პარტიისა, მიიღოს უცხოური აგენტების კანონი, რათა მოხდეს მასმედიაზე ზეგავლენა მომავალი არჩევნების ფონზე და გამართლდეს რეპრესიული კანონი ე.წ. დასავლურ პრაქტიკებზე მითითებით, არის წმინდა წყლის პათეტიკა. ასეთი კანონი რუსულ ავტორიტარიზმზეა დაფუძნებული. მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს წერტილოვანი, მიზნობრივი სანქციები გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ – ზვიად ხარაზიშვილისა და ვაჟა სირაძის მიმართ უნდა იყოს გამოყენებული სანქციები, რომლებიც მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ“, – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.